აშშ-მ ერაყსა და ავღანეთში ძალადობის ამსახველი 198 ფოტო გამოაქვეყნა

პენტაგონმა ერაყსა და ავღანეთში ამერიკის სამხედრო ციხეებში პატიმრებზე ძალადობის ფოტოები გამოაქვეყნა.
ამ ფოტოების გარშემო სკანდალი 12 წელია გრძელდება, მას შემდეგ, რაც 2004 წელს უფლებადამცველებმა მოითხოვეს ციხეებში წამების მასალების გადაცემა.
გასული წლის მარტში ამერიკული სამოქალაქო თავისუფლების კავშირის საჩივარი დააკმაყოფილა და აშშ-ს მთავრობას დააკისრა ფოტოების გამოქვეყნება. პენტაგონმა ერთი წლის შემდეგ აღასრულა განაჩენი.

ფოტოებზე ამერიკის ციხეების პატიმრები არიან აღბეჭდილი, რომელთა სხეულზე კარგად ჩანს ძალადობის კვალი.
პენტაგონის თქმით, ყველა შემთხვევაზე შიდა გამოძიება მიმდინარეობდა, რომლის საფუძველზეც სამხედროები სასჯელს იხდიან – ზოგი მათგანი სამუდამო პატიმრობასაც.
ამერიკული სამოქალაქო თავისუფლების კავშირის მტკიცებით, პენტაგონმა არა უმეტეს 2 000 ფოტო უნდა გამოაქვეყნოს.

 

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ქალმა მუშა ალპინისტის თოკი გადაჭრა
შემდეგი სტატიაერდოღანი: მოსკოვის ბრალდება სირიაში თურქეთის შეჭრასთან დაკავშირებით სასაცილოა