ერდოღანი ამერიკული Boeing-ის შესყიდვების შეჩერებით იმუქრება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდორანი აცხადებს, რომ სანქციების შემთხვევაში, მისი ქვეყანა უახლესი Boeing-ების შეძენის შესახებ გადაწყვეტილებას გადახედავს. ამავე დროს, ანკარა გადაწყვეტილებას ამერიკული გამანადგურებელ-ბომბდამშენებ F35-ების საკითხს არ უკავშირებს. “იმ შემთხვევაშიც კი, თუკი F35-ებს არ მივიღებთ, 100 უახლეს “ბოინგს” ვიყიდით, ხელშეკრულებაზე ხელია მოწერილი… ჩვენ კარგი მყიდველები ვართ. მაგრამ, თუკი ასე გაგრძელდება მომავალშიც, გვინდა ჩვენ ეს თუ არა, ამაზე დაფიქრება მოგვიწევს” – ერდორანმა 26 ივლისს პარტიის შეკრებაზე განაცხადა. სულ, საუბარია 10 მილიარდი დოლარის შეკვეთაზე, რომელიც კომპანია Turkish Airlines-მა უნდა იყიდოს. პირველი Boeing 787-9 Dreamliner-ი თურქეთში ივნისის ბოლოს ჩაფრინდა.

ერდოღანმა, ასევე, თქვა, რომ თუკი თურქეთი F35-ებს არ მიიღებს, უახლოეს გამანადგურებლებს “სხვისგან იყიდის”. ადრე რუსულმა “როსტეხმა” გაავრცელა, რომ მას შეუძლია ანკარას გამანადგურებელი Су-35-ები მიაწოდოს – “დოიჩე ველე” წერს.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონ-ანკარას შორის ურთიერთობა რუსული с-400-ების ყიდვის გამო დაიძაბა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრეზიდენტობის კიდევ სამი კანდიდატი დაარეგისტრირეს
შემდეგი სტატიამორის მაჩალიკაშვილს ბრალი უკვე წარედგინა