აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრეზიდენტობის კიდევ სამი კანდიდატი დაარეგისტრირეს

დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კიდევ სამი კანდიდატი არტურ ანქვაბი, ასტამურ კაკალია და ასმატურ ოტიბა დაარეგისტრირა. მათი კანდიდატურა მოქალაქეთა საინიციატოვო ჯგუფმა წამოაყენა.
დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტისთვის არჩევნებზე, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართება, ასევე დარეგისტრირებული არიან შამილ აძინბა, არტურ ანქვაბი, ოლეგ არშბა, ალმას ჯაპუა, ლეონიდ ჯაპუა, ასმატურ კაკალია, ალხას კვიცინია, ასმატურ ოტიბა და ასმატურ თარბა – ადგილობრივი მედია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისოხუმის აეროპორტს საერთაშორისო კოდი მიანიჭეს
შემდეგი სტატიაერდოღანი ამერიკული Boeing-ის შესყიდვების შეჩერებით იმუქრება