ერაყში ტერორიზმის ბრალდებით თურქ ქალებს ჩამოხრჩობით სიკვდილი მიუსაჯეს

ერაყის სასამართლომ თურქეთის მინიმუმ 15 მოქალაქეს ჩამოხრჩობით სიკვდილი მიუსაჯა – ქალებს ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებთან კავშირი და ტერორისტული საქმიანობა ედებათ ბრალად – “ბიბისი” წერს. გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთი წყაროს ცნობით, საუბარია თურქეთის 16 მოქალაქეზე, ამავე დროს, შესაძლებელია ერთ-ერთ მათგანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ქალები დაქორწინებული იყვნენ ტერორისტებზე, ან მათ ლოჯისტიკასა და სხვა საქმეებში ეხმარებოდნენ იმისათვის, რომ ბოევიკებს ტერორისტული თავდასხმები განეხორციელებინათ.
ქალების ასაკი 20-დან 50 წლამდეა, ოთხ მათგანს საკუთარი მცირეწლოვანი შვილი თან ყავდა კვირას, ბაღდადის ცენტრში, სადაც ისინი ჩამოახრჩვეს.

banner
წინა სტატიაშიივანკა ტრამპი და ჩრდილოეთ კორეელი მაღალჩინოსანი ოლიმპიადის დახურვაზე გვერდიგვერდ ისხდნენ
შემდეგი სტატია(ვიდეო) ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში აფეთქება მოხდა