ივანკა ტრამპი და ჩრდილოეთ კორეელი მაღალჩინოსანი ოლიმპიადის დახურვაზე გვერდიგვერდ ისხდნენ

25 თებერვალს ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ოფიციალური წარმომადგენელი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილი და თეთრი სახლის თანამშრომელი ივანკა ტრამპი ჩრდილოეთ კორეის დელეგაციასა და მუშათა პარტიის თავმჯდომარის მოადგილესთან გვერდიგვერდ იჯდა, ამის მიუხედავად, მათ შორის რაიმე სახის კონტაქტი არ შემდგარა.
ოლიმპპიადის დახურვის დღეს ასევე გავრცელდა, რომ ჩრდილოეთ კორეა მზაობას გამოთქვამს აშშ-სთან დიალოგის წარმართვაზე. შემოთავაზებაზე ვაშინგტონის მიერ გაკეთებული კომენტარიდან ირკვევა, რომ მათ ჯერ არ იციან, შეიძლება თუ არა მოლაპარაკებების თემა რეგიონის ატომური განიარაღება იყოს.

banner
წინა სტატიაშიბიბისი: სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს
შემდეგი სტატიაერაყში ტერორიზმის ბრალდებით თურქ ქალებს ჩამოხრჩობით სიკვდილი მიუსაჯეს