ერაყში “ისლამური სახელმწიფოსთვის” ქიმიური იარაღის დასამზადებელი ლაბორატორია აღმოაჩინეს

erayis droshaერაყელმა სამხედროებმა ლაბორატორიის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსსათვის” ქიმიური იარაღის დამზადებას ემსახურებოდა.
ლაბორატორია ქალაქ ჰიტში აღმოაჩინეს, რომელიც ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს. ქალაქზე რამდენიმე ხნის წინ აღადგინა მთავრობამ კონტროლი.
სამხედროების თქმით, ლაბორატორიაში ქლორის და სხვა მომწამვლელი ნივთიერებების დიდი მარაგი და ქიმიური იარაღის დასამზადებლად საჭირო მოწყობილობებია აღმოჩენილი.

მედიაში არა ერთხელ გაჩნდა ინფორმაცია “ისლამური სახელმიფოს” მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.
მარტის დასაწყისში ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს ერაყელი, რომელიც ტერორისტებისთვის ქიმიურ იარაღს ამზადებდა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: მეჭიაურის განცხადება საზიანოა საქართველოს სახელმწიფოსთვის
შემდეგი სტატია(+ვიდეო) გორში ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფსა და სტალინელებს შორის დაპირისპირება მოხდა