სერგო რატიანი: მეჭიაურის განცხადება საზიანოა საქართველოს სახელმწიფოსთვის

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

თამაზ მეჭიაურის განცხადებას “სახელმწიფოსთვის საზიანოს “უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგო რატიანის თქმით, ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს საქართველოს ინტერესებს.

“მეჭიაურის განცხადება არის შემაშფოთებელი, საზიანო საქართველოს სახელმწიფოსთვის. როდესაც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი წარმოთქვამს ეგეთ განცხადებას უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს საქართველოს ინტერესებს. ეს არის ანტიდასავლური განცხადება“ – განაცხადა რატიანმა.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი:ნატო-ს წევრობა “დღეს და ახლავე” დამაზიანებელია
შემდეგი სტატიაერაყში “ისლამური სახელმწიფოსთვის” ქიმიური იარაღის დასამზადებელი ლაბორატორია აღმოაჩინეს