(+ვიდეო) გორში ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფსა და სტალინელებს შორის დაპირისპირება მოხდა

ცხინვალის რეჟიმმა ქართული დროშა „დაატყვევა“

დაპირისპირება მოხდა გორში ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფსა და სტალინელებს შორის. ნიღბიანმა ახალგაზრდებმა საბჭოთა დროშებით გამოსვლა გააპროტესტეს.

ინფორმაციას და დაპირისპირების ვიდეოკადრებს სააგენტო qartli.ge ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, იმ დროს, როდესაც ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა სტალინის სახლმუზეუმის ეზოში დასრულდა, აქციის მონაწილეები ცენტრალური მოედნისკენ გაემართნენ.

მათ 5-6 პირბადიანი ახალგაზრდა დახვდა შეძახილებით: „არა რუსეთს, არა ფაშიზმს, გაუმარჯოს სამაჩაბლო-აფხაზეთს”. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს, ერთერთი მათგანი ვახტან გაგნიძეა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

https://www.youtube.com/watch?v=UJWMPM4mtXk&feature=youtu.be

 

banner
წინა სტატიაშიერაყში “ისლამური სახელმწიფოსთვის” ქიმიური იარაღის დასამზადებელი ლაბორატორია აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი