ერაყსა და თურქეთს შორის ომი მწიფდება

თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, თუქრეთის სამხედრო უწყებამ 1ნოემბერს დაადასტურა ერაყის საზღვარზე დიდძალი ტექნიკის გადაადგილება, რასაც ექსპერტები ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში თურქეთი აქტიური ჩარევის მზადებად განიხილავენ.
თურქეთის მოქმედებებს აგრესიად განიხილავს ერაყის ხელისუფლებაც, რომელმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება და თურქეთს – ერაყის ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე თვითნებური ქმედებებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 1 ნოემბერს კი – ერაყის პრემიერი სამხედრო დაპირისპირებით დაემუქრა თურქეთს.
,,თუ თურქეთი შემოიჭრება ერაყში, ჩვენ მას მოვექცევით როგორც აგრესორს. ჩვენ არ გვინდა ომი თურქეთთან, თუმცა მზად ვართ უპასუხოთ ნებისმიერ აგრესიას. საფრთხე, რომ თურქები ჩაიდენენ ამ სისულელეს, ჯერ კიდევ რჩება,, აცხადებს ერაყის პრემიერი ჰაიდარ ალ-აბადი

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის მიერ შექმნილ ,,იუსტიციის სახლს,, ოდესაში, პოროშენკო ხურავს
შემდეგი სტატიავარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა