სააკაშვილის მიერ შექმნილ ,,იუსტიციის სახლს,, ოდესაში, პოროშენკო ხურავს

news
: news ნოემბერი 2, 2016 10:01

სააკაშვილის მიერ შექმნილ ,,იუსტიციის სახლს,, ოდესაში,  პოროშენკო ხურავს

,,პრეზიდენტმა პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის გამოც მოქალაქეთა მომსახურეობის ცენტრი (იუსტიციის სახლის ანალოგი ოდესაში რედ.) ოდესაში შეიძლება დაიხუროს,, წერს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
საუბარია კანონზე, რომელიც ცვლილებებს შეიტანს სახელმწიფო რეგისტრაციების საკანონმდებლო აქტებში, რომელიც უძრავი ქონების მფლობელობის დაცვის უფლებებს ეხება და რომელზეც ვეტოს დადების თხოვნით მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირას პრეზიდენტ პეტრ პოროშენკის მიმართა… თუმცა პოროშენკომ მაინც მოაწერა რადას მიერ მიღებულ კანონს.
,,ამ კანონის ამოქმედების პირობებში, ოდესის მოქალაქეთა მომსახურეობის ცენტრის მუსაობა შეუძლებელი ხდება. ეს კანონი უბრალოდ გადაუკეტავს შემოსავლის წყაროს მსგავს ცენტრებს და დაუბრუნებს მას ადმინისტრაციული მომსახურეობის სფეროს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს,, აცხადებს სააკაშვილი, რომელიც 2 ნოემბერს კრიზისული პრესკონფერენციის მოწვევას აპირებს, სადაც მომავალ სამოქმედო გეგმებს გააცნობს მედიას.
აღსანიშნავია, რომ ოდესის ,,იუსტიციის სახლი,, გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა და პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ, 2015 წლის ოქტომბერს, დიდი ზარ-ზეიმით გახსნეს.გახსნის ცერემონიალზე კი პოროშენკომ 5 წუთში შესძლო უკრაინული პასპორტის აღება.

news
: news ნოემბერი 2, 2016 10:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,714
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics