ერაყელმა ქურთებმა რუსეთის ფედერაციის ბრალდება ისლამური სახელმწიფოს და თურქეთის ნავთობგარიგების შესახებ უარყვეს

ერაყელმა ქურთებმა გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ფოტოზე, რომელიც სამხედრო უწყებამ გამოაქვეყნა, ისლამური სახელმწიფოს ნავთობ-ცისტერნებია დაფიქსირეული, რომელიც თურქეთში მიდის.
ჩრდილოეთ ერაყის პარლამენტის ენერგეტიკის კომიტეტის განცხადებით, ქურთების მფლობელობაში არსებული ცისტერნეტი ქურთისტანიდან თურქეთში მიემართება.
“ჩვენი ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ ქურთისტანიდან ასობით ტონა ნავთობი გადადის თურქეთში. რუსეთის განცხადებები არასწორ წყაროებზეა დამყარებული. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთის ბრალდებას” – ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში. ისინი აღნიშნავენ, რომ ნავთობი, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს და ყიდის, ფიზიკურად შეუძლებელია ქურთისტანის ტერიტორიაზე მოხვდეს, რადგანაც ეს უკანასკნელი ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მათ ძალიან ეშინიათ ჩემი
შემდეგი სტატიაბახტრიონის ქუჩაზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ