მიხეილ სააკაშვილი: რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მათ ძალიან ეშინიათ ჩემი

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა იმას უკავშირდება, რომ საქართველოს ხელისუფლებას მისი ეშინია. ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა “რადიო თავისუფლებას” განუცხადა.
“რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მათ ძალიან ეშინიათ ჩემი. როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, თავიდანვე ამბობდნენ, რომ მათი მიზანი ჩემი ციხეში ჩასმაა”, – განუცხადა რადიოსადგურს მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმებას ხელი დღეს მოაწერა.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3937 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაერაყელმა ქურთებმა რუსეთის ფედერაციის ბრალდება ისლამური სახელმწიფოს და თურქეთის ნავთობგარიგების შესახებ უარყვეს