ექსპერტების შეფასება – ღარიბაშვილმა ფაქტობრივად ხელთათმანი ესროლა მთელ ევროკავშირს

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ პარტნიორებს ხელთათმანი ესროლა – ასე აფასებენ “ოცნების” ხელისუფლების პოზიციის რადიკალურ ცვლილებას ექსპერტები.

მათი თქმით, თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დათქმულ ორკვირიან ვადაში, კონკრეტული შედეგი კრიზისის განუხტვისთვის მიღწეული არ იქნება, პასუხისმგებლობა სრულად პოლიტიკურ პროცესებზე ხელისუფლებას დაეკისრება.

“ღარიბაშვილმა ფაქტობრივად ესროლა ხელთათმანი მთელ ევროკავშირს. საინტერესოა, როდესაც ის მოლაპარაკებაზე შედიოდა თავიდანვე იცოდა, რომ გადადგებას უპირებდა როგორც ოპოზიციას, ასევე, ჩვენი მაღალი რანგის სტუმარს, თუ შემდგომ გამართულმა მისმა შეხვედრებმა განაპირობა მისი პოზიციის ცვლილება”, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტი.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო თანასწორობისა და ინტერგაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიადაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის თანამებრძოლებმა მიულოცეს