დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის თანამებრძოლებმა მიულოცეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის თანამებრძოლებმა დედის დღე მიულოცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების მშობლებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა თუ სოფელში მოულოდნელად ესტუმრნენ და დედის დღის აღსანიშნავად სიმბოლურად ყვავილების თაიგული გადასცეს.

დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული შვილების გმირობა და სამხედროებს სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეული სამსახური უსურვეს.

banner
წინა სტატიაშიექსპერტების შეფასება – ღარიბაშვილმა ფაქტობრივად ხელთათმანი ესროლა მთელ ევროკავშირს
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე – ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა?