ენტონი ბლინკენი დღეს ჩინეთში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ჩინეთში ჩადის.

ბლინკენი ჯერ შანხაიში ჩავა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება, შემდეგ კი პეკინში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის აუდიენცია საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისთან.

ენტონი ბლინკენი სავარაუდოდ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსაც შეხვდება.

„როიტერი“ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი პროგრესი ნაკლებად სავარაუდოა, ორივე ქვეყანა „კომუნიკაციის ღია ხაზების არსებობისკენ მიისწრაფვის“.

ექსპერტების შეფასებით, ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, ბლინკენი ჩინეთში მაღალჩინოსნებთან უკრაინის საკითხზეც ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – ამ ქვეყანაში არავის სანქცირება არ მომითხოვია, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილისას მოვითხოვ
შემდეგი სტატიარუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს