ხვიჩია – ამ ქვეყანაში არავის სანქცირება არ მომითხოვია, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილისას მოვითხოვ

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მხოლოდ მისი დასანქცირება არ იქნება. გამოდის, რომ მთელი მთავრობა იქნება დასანქცირებული, ანუ, ქვეყნის მთავრობა და ეს არ მინდა. მინდა, ეს არ მოხდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მხოლოდ მისი დასანქცირება არ იქნება.

„ამ ქვეყანაში არავის სანქცირება არ მომითხოვია, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილისას მოვითხოვ. როცა დასავლელი პარტნიორები ჩვენზე ხელს ჩაიქნევენ და მიგვატოვებენ, დაუცველები დავრჩებით და „ქართული ოცნების“ განცხადებების რახა-რუხი რომ ქართველ ხალხს იცავენ, სიტყვათა უაზრო ერთობლიობა იქნება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის. ამათ იმედად მტერი იყოს. როგორ შეიძლება, მათ იმედზე დარჩე, როცა შეიძლება საქართველოს მხარეს მთელი სამყარო იყოს და ამაზე უარს აცხადებენ? ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მხოლოდ მისი დასანქცირება არ იქნება. გამოდის, რომ მთელი მთავრობა იქნება დასანქცირებული, ანუ, ქვეყნის მთავრობა და ეს არ მინდა. მინდა, ეს არ მოხდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – ნიკა გვარამია ერთ-ერთი საუკეთესო პროპაგანდისტი და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პოლიტიკოსია
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი დღეს ჩინეთში ჩავა