რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტი მოუწყეს და დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.

გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს წევრებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს.

შეროზიას თანამდებობიდან გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა, ბათილი იყო 3 ბიულეტენი.

კენჭისყრა ფარულობის პრინციპის დაცვით ჩატარდა.

შეგახსენებთ, შეროზია პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრია.

ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენი დღეს ჩინეთში ჩავა
შემდეგი სტატიარუსთავის საკრებულოში თავმჯდომარესთან ერთად რამდენიმე მოადგილეც გადააყენეს