“ემას ტაში დაუკარით, ემას. ნახვამდის”: წულუკიანის “ხუმრობით” მიმართვა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა

“მოგესალმებით, მე მინდა ვუთხრა მადლობა ბიძინა ივანიშვის, ვარ ეთერში “ფორმულას” ტელევიზიიდან და ქალბატონი ემა აღაა ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი”,– ასე მიმართა “ქართუ ფონდის” ღონისძიებაზე ჩასულმა კულტურის მინისტრმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს.

წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს “ახტაჯანა” უწოდა. მან თეატრის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას “ხუმრობით”  ჟურნალისტისთვის ტაშის დაკვრისკენ მოუწოდა.

წულუკიანმა მიკროფონის ხელში დაჭერისთანავე მადლობა ბიძინა ივანიშვილის გადაუხადა, მოგვიანებით კი სურდა იგივე შინაარსი ემა გოგოხიასაც გაეზიარებინა.

წულუკიანმა ემა გოგოხიას ძალის გამოყენებით მიკროფონიც წაართვა და ამბობს, რომ დაბრუნებას არ აპირებს. გადამღები ჯგუფი თეატრის დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.

“დაუკარით ტაში ემას, ემას ტაში დაუკარით, ემას. ნახვამდის”, – თქვა თეა წულუკიანმა.

ამის შემდეგ გადამღებ ჯგუფს დაცვამ მოუწოდა დარბაზიდან გასულიყვნენ, ემა გოგოხიამ მიკროფონის დაბრუნება ითხოვა, რაზეც წულუკიანმა უარით უპასხა.

“წადი კაცო წადი, უკეთესად მოუარე მომავალში საკუთარ ქონებას” – მიაძახა წულუკიანმა ჟურნალისტს.

 

https://youtu.be/77vdtpTi5WA

banner
წინა სტატიაში“გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა… რა და ჩვენი მიკროფონი”
შემდეგი სტატიათავდასხმა ოპერატორებზე: ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ