თავდასხმა ოპერატორებზე: ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5 ივლისს, რუსთავი 2-ისა და TV პირველის
ოპერატორებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

ირაკლი წიგნაძესა და უშანგი დათუნაშვილს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ ბრალი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ემას ტაში დაუკარით, ემას. ნახვამდის”: წულუკიანის “ხუმრობით” მიმართვა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა
შემდეგი სტატიაწულუკიანი ჟურნალისტებს: აგერ ვარ მთავრობის წევრი და თუ რამის თავი გაქვთ, გადამაყენეთ