„ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი მთავარი ბუღალტრი ამბობს, რომ ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ

კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი მთავარი ბუღალტრის ინფორმაციით, მას ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის ბრალდების საქმის განხილვა დღეს პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით განახლდა.

ამ საქმეზე თაღლითობის და ფულის გათეთრების მუხლით ანზორ ქოქოლაძეს ბრალი 2010 წელს წარედგინა.

კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილმა მთავარმა ბუღალტერმა ისაუბრა იმ ინვესტიციებზე, რომელსაც კომპანია ახორციელებდა და ასევე მისი ინფორმაციით, ფინანსური პოლიცია კომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებდა.

“გამოძიების მხრიდან ჩემზე იყო ზეწოლა, რომ ჩემგან მიეღოთ სასურველი ჩვენება. უნდოდათ მიეღოთ ჩვენება თითქოს ქოქოლაძემ გადმომცა თანხა და მე მოვახდინე გარკვეული ფართის შეძენა. ფინანსურ პოლიციაში, დაკითხვის დროს შემოდიოდა ბევრი ადამიანი და მეუბნებოდა რეპლიკის სახით, ეს ტყუილიაო და შენ დაგაპატიმრებთო. კონკრეტულ სახელებს ვერ გეტყვით, ჩემთვის უცნობი იყო ის პიროვნებები. თანამშრომლების დაკითხვაზე წაყვანა როგორც ხდება ცივილურად ისე არ ხდებოდა, ვიგებდი, რომ ერთი თანამშრომელი აუყვანიათ სადღაც ბანკში, მეორე გაუჩერებიათ მანქანით. ყველა საბუთს ართმევდნენ და მიყავდათ ფინანსურ პოლიციაში. პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ მიმეცა ცრუ ჩვენება ქოქოლაძის მიმართ ისნის ფართებთან დაკავშირებით და მეუბნებოდნენ, თუ ცრუ ჩვენებას მივცემდი, მე თავისუფალი ვიქნებოდი”, – განაცხადა მოწმე ნუგზარ სურმანიძე.

ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომები უკვე შვიდი წელია მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდაზარალებული ერთს ამბობს, გაერთიანებული ოპოზიცია მეორეს – ნათია მეზვრიშვილი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე
შემდეგი სტატიადიმიტრი ცქიტიშვილი – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ერთმანეთი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ