დიმიტრი ცქიტიშვილი – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ერთმანეთი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის განსხვავება არ არის, მათ საერთო ღირებულებები აქვთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას შეხვედრას ეხმაურება და ამბობს, რომ თითქოს, „ნაციონალურ მოძრაობას“ პროგრესული ნაწილი გამოეყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი იმ წიაღში დაბრუნდნენ, საიდანაც დაიწყეს.

„იმ ადამიანებთან ვერასოდეს გავერთიანდები, ვისთანაც ამხელა განსხვავება მაქვს. როგორც ჩანს, განსხვავება არ აქვთ, საერთო ღირებულებები აქვთ. გუშინ ზოგი ბოდიშს იხდიდა, ზოგს მიაჩნია, რომ
სწორი იყო. ერთად ყოფნა უნდათ და ერთმანეთი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. გაერთიანდებიან თუ არა, მათი საქმეა. შეიძლება სატელიტურ პარტიებად დარჩნენ, მთავარია, იდენტობა და ფილოსოფია, რომელიც მათ ახასიათებთ და მათთვის საერთოა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი მთავარი ბუღალტრი ამბობს, რომ ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ
შემდეგი სტატია“სიენენის” ჟურნალისტს, რომელმაც ტრამპი გააღიზიანა, “ხელით შეხებისათვის” აკრედიტაცია შეუჩერეს