ელისო კილაძე: „გასაგებია, რომ ვოლსკი მფარველობს, მაგრამ შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს!“

25 ოქტომბერს თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, 32 წლის მამაკაცი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას საპატრულო პოლიცია აკავებდა. მომხდართან დაკავშირებით „თაიმერი“ გაზეთ “ქრონიკა+”- ის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს ესაუბრა, რომლიც რამდენიმე დღეა, იმის გარკვევას ცდილობს, თუ რატომ გადასვენეს გარდაცვლილი თბილისიდან რუსთავის პროზექტურაში:

„თუ ვიმსჯელებთ იმ რეაქციებით, რაც მოჰყვა ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან – როგორ ცდილობდა ხელის დაფარებას და კვალის არევას, როგორ შეეცადა გარდაცვლილის რეპუტაციის შელახვას, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ყველაფერი ეს უფრო კომედიას ჰგავდა. ეს არ არაა არც კინოსტუდია და არც – ტელევიზია. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროა, რომელმაც უნდა გაავრცელოს ოპერატიული მასალა. ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიციამ ნუცუბიძეზე ჩაიდინა მძიმე დანაშაული – დაკავებისას შემოაკვდა 32 წლის ახლაგაზრდა. ახლა კი ყველაფერს აკეთებენ, რომ პატრულის თანამშრომლებს ხელი დააფარონ.

მინდა, ვუთხრა შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ვიცი პატრულის იმ თანამშრომლის ვინაობა – მისი მეტსახელია „დაბი-დუბა“, რომელსაც შემოაკვდა პაატა პავლიაშვილი, რომელმაც არ გამოიძახა სასწრაფო და არ მიიღო შესაბამისი ზომები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად. ასევე, ვიცი, რომ არ გამოქვეყნდება კამერების ჩანაწერი. ვიცი, რომ ჩანაწერი წაშლილია. მიზეზად დაასახელებენ, რომ თითქოს კამერები ტექნიკურად გაუმართავი იყო. არადა, ვიცი, რომ ათი წუთით ადრე იღებდნენ ამ პროცესს.

ყველაზე მთავარი – გარდაცვლილი გადაასვენეს არა თბილისის, არამედ, რუსთავის პროზექტურაში. მაშინვე დაისვა შეკითხვა – რატომ? გუშინ, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ, რომელსაც ხაზზე აჯდა რომელიღაც პირი “ქართული ოცნებიდან” ან შინაგან საქმეთა სამინისტროდან და დირექტივებს აძლევდა თუ რა უნდა ეთქვა პირდაპირ ეთერში, გვითხრა, რომ სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში პროზექტურაში რემონტია, მაგრამ სამხარაულის ექსპერტიზის ოფიციალურ გვერდზე რემონტის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არ იყო. 17 ოქტომბერს იქ აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების ექსპერტიზა ჩატარდა. ამის შემდეგ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ “ოპერატიულად” მოიპოვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერი – თქვა ,რომ ბაზიდან მოიპოვა, თუმცა ასეთი ბაზა რეალურად არ ასებობს, ანუ ჩაუგდეს ნომერი. თვაური იყო გაფრთხილებული და კადრშიც კარგად ჩანდა და ისმოდა თუ როგორ უკანკალებდა ხმა როდესაც მან თქვა, სარემონტო სამუშაობი მიმდინარეობს პროზექტურაშიო.

დაცვის პოლიციის თანამშრომლები ძალიან დაიბნენ. არ მომცეს ვიდეომასალის გადაღების საშუალება, მაგრამ ეს მაინც მოვახერხე. არანაირი რემონტის კვალი იქ არ ჩანს. ამის შემდეგ ჩამოვიდა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო კიკაბიძე, რომელმაც ტელეფონით ჯერ მითხრა, რომ ვერ დაარღვევდა შინაგანაწესს და ვერ შემიყვანდა, მაგრამ მერე შემიყვანა პროზექტურაში. რასკვირველია, იქ არ არის არც სამშენებლო მასალა, არც კედლებია შეღებილი. განმიმარტეს, რომ ლიფტი არ მუშაობდა, რომლითაც მიცვალებული უნდა აეყვანათ მეოთხე სართულზე. წარმოუდგენელია, ირმა ჭკადუას სცოდნოდა სამხარაულში გაფუჭებული ლიფტის შესახებ. ეს იყო თეთრი ძაფით შეკერილი ვერსია, რომელსაც დღეს უკვე საბოლოდ დაესვა წერტილი – ეს ვერსია სრული ბლეფია.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/eliso.kiladze/videos/1701041049946162/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

 

ჩემი ვარაუდით, იმიტომ გადაასვენეს რუსთავის პროზექტურაში, რომ იქ გაცილებით იოლია ექსპერტის „დაკერვა“ და ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება, ანუ გავიგებდით, რომ პავლიაშვილი გარდაიცვალა, მაგალითად, გულის შეტევით და იქნებოდა ამაზე ესპერტიზის დასკვნაც. ასეთივე გზას ადგა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დროს შინაგან საქმეთა მაშინდელი სამინისტრო, როდესაც გვითხრა, ეს სვანური ვენდეტა იყოო.
მაოცებს გარდაცვლილის ოჯახის პასიურობა იმიტომ , რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელებს განუცხადეს, პრეტენზიები არ გვაქვს და დახმარება არ გვჭირდებაო. დიახ, ძალიან საეჭვოა ოჯახის ეს პოზიცია.
პატრული გადაიქცა სადამსჯელო ორგანოდ – საამაყო პატრული, რომელიც იყო რეფორმის სიამაყე, ძალიან დისკრედიტირებულია. პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართული ოცნებას“, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა გარდაცვლილი ბიჭების ხარჯზე და ეს არც დაუმალავს არჩილ კბილაშვილს. ამ თემით მიდიოდა სპეკულირება იმიტომ, რომ ის ადამინები, ვისაც ჰქონდა პროტესტი ქუჩაში გარდაცვლილი ბიჭების გამო, დღეს გაჩუმებულნი არიან, მათ შორის შვილმკვდარი დედები და მამები. ამ ხელისფლებას ჰყავს ზუსტად ისეთივე მოკლული ადამინი, როგორც ჰყავდა წინა ხელისუფლებას. ეს ხელისუფლება ზუსტად ისე დაადგა საქმის შეკერვის გზას, როგორც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს.
შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და დაგება! გასაგებია, რომ გია ვოლსკი მფარველობს. გავიგეთ, რომ ფინანსური დაინტერესება არსებობს, მაგრამ სირცხვლია, რომ ქვეყანას ასეთი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავს“-აცხადებს “თაიმერთან” საუბარში ელისო კილაძე

 

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა “აკრძალული” რუსული კომპანიების სია
შემდეგი სტატიაპუჩდემონმა თანამემამულეებს კატალონიის ცივილიზებულად დაცვისკენ მოუწოდა