პუჩდემონმა თანამემამულეებს კატალონიის ცივილიზებულად დაცვისკენ მოუწოდა

,,კატალონია არის და იქნება თავისუფლების მიწა, რომელიც მოემსახურება ადამიანებს როგორც რთულ სიტუაციაში ასევე სიხარულის დროს,, დაწერ ,,ტვიტერის,, საკუთარ გვერდზე კატალონიის ჟენერალიტეტის თავმჯდომარემ კარლეს პუჩდემონმა, დამოუკიდებლობის გამოცხადების კენჭისყრის დასრულებისთანავე.


,,კატალონიის მოქალაქენო! უახლოეს საათებში თქვენ მოგიწევთ უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის ფუნქციონირება… მშვიდობიანი, ცივილიზებული და ღირსეული ფუნქციონირება. ჩვენსა და თქვენს ხელშია გავაძლიეროთ ის საფუძვლები, რომლის წყალობითაც კატალონია გახდა ერთ-ერთი ყველაზე ჭარმაგი ევროპული ერი… ასევე გახდა საზოგადოება, რომელიც დემოკრატიის ყველა გამოწვევას მშვიდობიანად და ცივილიზებულად პასუხობდა. გაუმარჯოს კატალონიას,, განაცხადა პუჩდემონმა.
მოგვიანებით, ესპანეთის სენატმა გააუქმა კატალონიის ავტონომიური მმართველობა და ესპანეთის პროკურატურამ კი შეტანა სარჩელი კატალონიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. მათ ბრალი ედებათ ამბოხებაში ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: „გასაგებია, რომ ვოლსკი მფარველობს, მაგრამ შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს!“
შემდეგი სტატიაევროკავშირში არავინ სცნობს კატალონიის დამოუკიდებლობას