ეკატერინე ტიკარაძე: გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა თებერვლის ბოლოს იქნება და დავიწყებთ ვაქცინაციას

თებერვლის ბოლო ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა ადგილზე იქნება და ჩვენ დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია?!“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში ხარისხიანი ვაქცინა შემოვიდეს.

„დღეს მივიღეთ წერილი, რომ გააქტიურდა კოვაქს პლატფორმა, სადაც ჩვენ ვართ გაწევრიანებული და გარკვეული თანხა გვაქვს გადახდილი იმ ვაქცინებისთვის, რომელიც საქართველოში შემოვა. თებერვლის ბოლო ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა ადგილზე იქნება და ჩვენ დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას.

რაც შეეხება, თუ რომელი ვაქცინა შემოვა, ამ ეტაპისთვის საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე. ჩვენგან მოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია სწორედ, ამ „ცივი ჯაჭვის“ არსებობის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ვაქცინის მიღებას. ამაზე ინფორმაცია ჩვენ უკვე გადავაგზავნეთ უკან, რათა მათ ჰქონდეთ გარანტია. ორმხრივ გარანტიაზეა საუბარი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, სამედიცინო ჯაჭვი, რომელიც ვაქცინების შესანახ მაცივრებსაც ითვალისწინებს, ქვეყანაში უკვე არსებობს.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრი: საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა
შემდეგი სტატიასაქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დღეიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება