თურქები მთავრობას სთხოვენ უარი თქვას ევროკავშირში შესვლაზე

თურქები იმედგაცრუებული არიან ბრიუსელის “ორმაგი სტანდარტით” და მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეწყვეტას სთხოვენ – დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა – Reuters-ი ავრცელებს.
“ჩვენ დიდ ზეწოლას განვიცდით, ჩვენ გვთხოვენ მოლაპარაკებების პროცესი შევაჩეროთ” – სააგენტოს მისი სიტყვები მოყავს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირს ბრალი დასდო იმაში, რომ ის საკუთარ მეზობლებს აკრიტიკებს, ამასთანავე, საკუთარი მისამართით კრიტიკის მიღება არ უნდა. მინისტრის თქმით, თურქები იმედგაცრუებული არიან იმის გამო, რომ ქვეყანაში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ ანკარაში მოკავშირეებმა ოფიციალური შეხვედრებისგან თავი შეიკავეს, მათ , ასევე არ გამოუთქვამთ მხარდამჭერი სიტყვები – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაეგვიპტელმა პარლამენტარმა ქალებს წინადაცვეთისკენ მოუწოდა