ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალებით დაკავებული ახალგაზრდა გაათავისუფლეს

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 29 წლის ნიკა წიკლაური გაათავისუფლეს.

დაკავებულის დედის ლუიზა წიკლაურის განცხადებით, ე.წ.რუსმა მესაზღვრეებმა წიკლაური გაჩხრეკის და პირადი მონაცემების შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს.

“ჩვენს ტერიტორიაზე აძოვებდნენ საქონელს. სამნი იყვნენ ნახირში. ამ დროს მიეპარნენ რუსი ჯარისკაცები და იარაღი დაადეს. გაჩხრიკეს, შეუმოწმეს ტელეფონები. მალევე გამოუშვეს. მეორეც იყო მასთან ერთად დაკავებული, ვასილ ახალბედაშვილი. ეგეც მაშნვე გამოუშვეს”, – განაცხადა ლუიზა წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: სასამართლო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც არ ყოფილა არასოდეს
შემდეგი სტატიამეჭიაურის პარტია რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვს