ნოდარ ხადური: სასამართლო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც არ ყოფილა არასოდეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის სკანდალურ განცხადებას ფინანსთა მინისტრი ეხმაურება. ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოში სასამართლო ისეთი დამოუკიდებელია, როგორც არასდროს.

“როდესაც პაპუაშვილმა გააკეთა ეს განცხადება, საქართველოს პრემერ მინისტრი მას დაუკავშირდა და შესთავაზა შეხვედრა. ამავე დროს არსებობს სხვა სამართლებრივი გზები, თუ რაიმე ხდება მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, ამისთვის არსებობს პროკურატურა, ამისთვის არსებობს სამართალდამცავი ინსტიტუტები. მე მაინც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში სასამართლო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც არ ყოფილა არასოდეს, მათ შორის საკონსტიტუციო“,- განაცხადა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიროკ-ჯგუფი Scorpions საქართველოში კონცერტს 20 აგვისტოს გამართავს
შემდეგი სტატიაე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალებით დაკავებული ახალგაზრდა გაათავისუფლეს