მეჭიაურის პარტია რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

პარტია ”თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსათვის” რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს. განცხადება დღეს პარტიის წევრმა ლალი მოროშკინამ გააკეთა. მისი თქმით, თუ რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე საკუთარ პოზიციას ვერ დააფიქსირებენ, ეს იქნება მათთვის ხმის წართმევის უფლება და გაყალბების მცდელობა:

”კარს მოგვადგა არჩევნები და მოგეხსენებათ, რომ 2008 წლიდან რუსეთში საარჩევნო უბნები არ იხსნებოდა, სადაც 1 200 000 ქართველი მივიდოდა და დააფიქსირებდა თავის არჩევანს. თუ ჩვენ მივუდგებით იმ თვალსაზრისით, რომ რატომაც არა, ეკონომიკური ურთიერთობა აღდგენილი იყოს და აღდგა, მილიონობით ტურისტს ველოდებით და გვაქვს რუსი ვარსკვალევების კონცერტები, ასევე რამდენიმე რუსულად მომეტყველე რადიოარხი, მათ შორის ”შანსონი”, გაურკვეველია, რატომ ვუკრძალავთ საქართველოს მოქალაქეებს, ხმა თავის რჩეულ პარტიას მისცენ. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცესკოს მისცეს უფლება რუსეთში გაიხსნას საარჩევნო უბნები. თან ამისი რეალური საშუალება არსებობს იმიტომ, რომ რადგან არ არის დიპლომატიური ურთიერთობა, შვეიცარიის საელჩო ასრულებს ამ ფუნქციებს და ამის ბერკეტი არსებობს. თუ არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი ე.ი. ვიღაცას სჭირდება ამ ურთიერთობის აღდგენა და დალაგება. შესაბამისად, რადგან ეს ფორმატი არსებობს, ჩვენ წავართვათ ხმა 1 200 000 მოქალაქეს, ეს იქნება გაყალბების მცდელობა. იმიტომ, რომ წართმეული ხმის ადგილზე მოდის არსაიდან მოსული ხმები”, – განაცხადა ლალი მოროშკინამ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალებით დაკავებული ახალგაზრდა გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეების შუამდგომლობა უგულავასა და “კაბელების” საქმის სარჩელის განხილვის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა