ძველი ბათუმის ტერიტორიის ნაწილი დაიტბორა

ბათუმში, ერთსაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, ძველი ბათუმის ტერიტორიის ნაწილი დაიტბორა. განსაკუთრებით, წყლის დიდი ნაკადი გორგასლის ქუჩაზე დაგროვდა, სადაც მოსახლეობამ ქუჩა ნაგვის ურნებით გადაკეტა.

ამ უბანში, წყალი ჩავიდა სურსათისა და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში.

მაღაზიის მფლობელები ამბობენ, რომ საათია ბათუმის წყალს მაღაზიიდან წყლის ამოსატუმბად უკავშირდებიან, თუმცა მანქანა ამ დრომდე არ მოსულა.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: ამიტომაც არის ილია მეორე მუდამ მაფიის, მუდამ ფულის მხარეს, რადგან ერთი ჩვეულებრივი, საბჭოთა კორუფციონერია
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე: დამარცხდნენ „ციანიდის“ სკანდალში