მეუფე პეტრე: დამარცხდნენ „ციანიდის“ სკანდალში

ართველმა ერმა იცის, უდანაშაულო მღვდელი არარსებული ციანიდით იხდის 9 წლიან სასჯელს – ამის შესახებ მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მეუფე ამბობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მზად არის ნებისმიერ ჟურნალისტს შეხვდეს და პირადად მისცეს ინტერვიუ.

„ხსენებულ ქორეპისკოპოსს არაერთგზის გაუკეთებია უპასუხისმგებლო განცხადებები და დაუბრკოლებია მორწმუნე საზოგადოება, მაგრამ ამის საპასუხოდ პატრიარქმა ზაფხულში, ბოდბეში ის დააჯილდოვა, ის აიყვანა ხარისხში და თქვა, რომ ის ასრულებდა ჩემს დავალებებს, აქედან გამომდინარე ამ ლოგიკით, პატრიარქს ვაკისრებ, პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ ის საპატრიარქოს ბინძური დავალებების შემსრულებელია.

დამარცხდნენ „ციანიდის“ სკანდალში, რამეთუ საზოგადოება ვერ მოატყუეს და ქართველმა ერმა იცის უდანაშაულო მღვდელი არარსებული ციანიდით იხდის 9-წლიან სასჯელს, რომელიც თითქოს გერმანიაში პატრიარქისა და მისი მდივან-რეფერანტის ვითომ მოსაწამლად და ამას აკეთებდა იმიტომ, რომ ვითომ კარიერული წინსვლა უნდოდა.

მკვლელი, გერმანიაში ძებნილი, იმ გერმანიაში, სადაც მკვლელობისთანავე ერთ საათში გაიხსნა საქმე, როდესაც პანკისის მკვიდრის ლიკვიდაცია მოხდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო ყველაფერი, ასეთ ქვეყანაში მღვდელი ჩაიდენდა მკვლელობას და იქ დაელოდებოდა, რომ წმინდა სინოდი გამოარჩევდა მას ეპისკოპოსად მაშინ, როდესაც პატრიარქი თვითონვე სთავაზობდა, მას ქობულეთის ეპარქიის ეპისკოპოსობას და ის წინააღმდეგი იყო.

„ასეთი განცხადება ჯერ კიდევ ორი წლის წინ გააკეთა საპატრიარქოს იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა, ედიშერ ქარჩავამ. მე მოვითხოვე კომენტარი საეკლესიო კანონის მიხედვით. როდესაც ადამიანი ბრალს გდებს, ან უნდა დაამტკიცოს, ან თვითონ დაისაჯოს იმავე ბრალდებით. საპატრიარქომ დღემდე ყურად არ იღო და მსგავსი უპასუხისმგებლო საერო თუ სასულიერო პირები და იგივე იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი დღემდე საპატრიარქოსთან თანამშრომლობენ. დღემდე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პასუხისმგებლობა ეკისრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და მის ადმინისტრაციას, ვინაიდან მათგან არის წაქეზებული მსგავსი არაადამიანურობა და მსგავსი სამარცხვინო საქციელი საქართველოს ეკლესიაში.

ეჭვი მაქვს, რომ ის იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, თუმცა ამას არანაირი გამართლება არ აქვს მით უმეტეს სასულიერო პირისთვის. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და სახე დღევანდელი სამარცხვინო ეკლესიისა, სამარცხვინო საპატრიარქოსი და სამარცხვინო მმართველობისა, საქართველოს საპატრიარქოში, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

რაც შეეხება მეუფე იაკობის კიდევ ერთ განცხადებას, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მის კაბინეტში პატრიარქის გადადგომის მიზნით, ე.წ. შეთქმულება ეწყობოდა, მეუფე პეტრე ცაავა „ბოდვას“ უწოდებს.

„მეუფის ბოდვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვერ უარვყოფ და ვერც დავადასტურებ ამას. მან პასუხი უნდა აგოს ამ განცხადებაზე. ეკლესია ისეთ მდგომარეობაშია და ისეთ კრიზისში შევიდა პატრიარქის მმართველობის ბოლო წლებში, დიდი ეჭვი მაქვს, შეიძლება თვითონ პატრიარქი ხვდება – გადადგას ადეკვატური ნაბიჯი და ეს მავნებლები უშლიან ხელს, რომ ღვთისა და ერის წინაშე იყოს მართალი და ეკლესიას გაუხსნას გზა თავისუფლებისა და გაჯანსაღებისაკენ“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

გასულ კვირას მოვინახულე პარალიზებული მამა გიორგი და მზად არის, რომ ნებისმიერ ჟურნალისტს დაელაპარაკოს პირადად“, – ამბობს მეუფე პეტრე.

banner
წინა სტატიაშიძველი ბათუმის ტერიტორიის ნაწილი დაიტბორა
შემდეგი სტატია27 ოქტომბერს “ზესტაფონობა 2019”-ის ფარგლებში რიგი ღონისძიებები გაიმართება