ცოტნე გამსახურდია: ამიტომაც არის ილია მეორე მუდამ მაფიის, მუდამ ფულის მხარეს, რადგან ერთი ჩვეულებრივი, საბჭოთა კორუფციონერია

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

ცოტნე გამსახურდია ფეისბუკზე მეუფე იაკობის „ტვ პირველში“ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ვანო ჩხარტიშვილს რომ წელიწადში ასი ათას ფუნტზე მეტს ახდევინებენ პატრიარქის ძმისშვილის, დიმიტრის შვილიშვილების ლონდონსა შინა სწავლასა და ცხოვრებაში, მაშინ ხომ კარგია?

თან ხომ არ გგონიათ, ეკონომ კლასის სერვისებით სარგებლობენ? როგორ ეკადრება კეთილმსახური და ღვთივკურთხეული მოდგმის ნაშიერებს?! უმაღლესი და უძვირესი ტარიფით ახდევინებენ ყველაფერს.

მე დარწმუნებული ვარ, ჩხარტიშვილს ეს ჩეკები და გადახდის დოკუმენტები საიმედოდ აქვს შენახული.

ამიტომაც არის ილია მეორე მუდამ მაფიის, მუდამ ფულის მხარეს, რადგან ერთი ჩვეულებრივი, საბჭოთა კორუფციონერია. ამიტომაც ყოველთვის შენს მხარეს იქნება, გინდა ანაბრები შეჭამე და გინდა ხალხი დახოცე და მტერს შეეკარი, ოღონდ კარგად გადაუხადე.

ღმერთი და სიმართლე მანდ არ აინტერესებთ. ეს იაკობიც ცოტას იყვირებს, გამოფხიზლდება და გაჩუმდება. ჭკვიანად იყოს, სანამ მისი ნაფერები გომელაური „ვახო“ კომპრომატებს გამოულაგებს.

ასე იქნება, სანამ ჩვენ გამოვფხიზლდებით…“ – წერს გამსახურდია

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ტვ პირველის პირდაპირ ეთერში სკანდალური განცხადებებით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ კვირიკაშვილთან, გახარიასთან და გომელაურთან შეხვედრის დროს მას „ეჩალიჩებოდნენ“ პატრიარქის გადაყენებაზე და მის ნაცვლად მეუფე შიოს ტახტზე ასვლაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: პატრიარქის წინაღმდეგ არასდროს წავსულვარ
შემდეგი სტატიაძველი ბათუმის ტერიტორიის ნაწილი დაიტბორა