ძველ ბათუმში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა

ძველ ბათუმში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.არსებული ინფორმაციით ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის სახურავი დაიწვა. სულ დამწვარია 400 კვადრატული მეტრი ფართი. ასევე, დაზიანებულია სახლის მცოხვრებთა საყოფაცხოვრებო ნივთები.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძრის ლიკვიდაცია დაახლოებით ერთ საათში შეძლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის გეგმების ლუსტრაცია და მზადება ახალი შტურმისთვის რუსთავი2-ის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაზვიად კორძაძე – „თიბისი ბანკი“ სასამართლოში 17 მილიონის დაბრუნებას თუ ითხოვს, დასტურდება, რომ 2008 წელს ბანკისთვის ვალი არ ჩამოუწერიათ