ზვიად კორძაძე – „თიბისი ბანკი“ სასამართლოში 17 მილიონის დაბრუნებას თუ ითხოვს, დასტურდება, რომ 2008 წელს ბანკისთვის ვალი არ ჩამოუწერიათ

region
ავტ.: region აპრილი 20, 2019 12:33

ზვიად კორძაძე – „თიბისი ბანკი“ სასამართლოში 17 მილიონის დაბრუნებას თუ ითხოვს, დასტურდება, რომ 2008 წელს ბანკისთვის ვალი არ ჩამოუწერიათ

„თიბისი ბანკი“ სასამართლოში 17 მილიონის დაბრუნებას თუ ითხოვს, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 2008 წელს ბანკისთვის არანაირი ვალი არ ჩამოუწერიათ, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და მისი ყოფილი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.

ადვოკატმა კომენტარი გააკეთა სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო საქმეზე, რომლითაც „თიბისი ბანკი“ „მარტელო გრუპ ლიმიტედთან“ დავობს საკრედიტო ურთიერთობასთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის ცნობილი არ არის ეს სარჩელი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამ დავაში არც მოსარჩელეები არიან და არც მოპასუხეები. ამ დავის არსებობა, თუკი ის დაწყებულია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარი სესხი ჩამოწერილი არ ყოფილა. ჩამოწერა ნიშნავს ვალის არარსებობას და თუკი დავა მიმდინარეობს, ვალი არსებობს“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკსა” და „მარტელო გრუპ ლიმიტედს“ შორის დავა მიმდინარეობს.

როგორც სასამართლოს პრესსამსახურში განაცხადეს, დავის საგანი საკრედიტო ურთიერთობებია. პრესსამსახურის ინფორმაციით, სამოქალაქო სარჩელი მიმდინარე თვის დასაწყისში დარეგისტრირდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სარჩელით „თიბისი ბანკი“ იმ სადავო 17 მილიონი დოლარის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც 2008 წელს ბიზნესმენ ავთო წერეთლის კომპანიებზე გაიცა.

„თიბისი ბანკში” სარჩელის შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს

„მარტელო გრუპ ლიმიტედი“ პროკურატურაში „თიბისი ბანკის” საქმეზე დაწყებული გამოძიების საქმეში ფიგურირებს. დღეისათვის ის მიიჩნევა სადავო 17 მილიონი დოლარის სესხის ვალდებულების შემსრულებლად „თიბისი ბანკში“.

პროკურატურის ინფორმაციით, ფულის გათეთრების მუხლით დაწყებული გამოძიების საქმეზე სწორედ „მარტელო გრუპ ლიმიტედზე“ გადაფორმდა ვალდებულებები, რომელიც 2008 წელს დანაშაულებრივი ტრანზაქციით „თიბისი ბანკიდან“ გასესხდა.

გამოძიების ცნობით, ეს თანხა ბანკიდან ბიზნესმენ ავთო წერეთლის კომპანიებმა ისესხეს. იმავე დღეს თანხა „თიბისი ბანკის“ მაშინდელი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშზე გადაირიცხა, წლის ბოლოს კი სესხი წერეთლის კომპანიებს ჩამოაწერეს. საბოლოოდ, 2012 წელს გამოძიების მტკიცებით, ყველა საბანკო ვალდებულება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიაზე „მარტელო გრუპ ლიმიტედზე“ გადაფორმდა, რაც წინასწარ დაგეგმილი ქმედება იყო, ფულის გათეთრების მიზნით. ამ საქმეზე ძიების ფარგლებში, პროკურატურამ გამოკითხა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე სხვა ფიგურანტი პირები. პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუციათ

region
ავტ.: region აპრილი 20, 2019 12:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics