“ძნელია ამხილო სოდომის ცოდვაში პატრიარქი, წლებია მეუფე პეტრე ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას”- იღუმენია გამყრელიძე

იღუმენია თამარა გამყრელიძემ facebook-ის მეშვეობით საქართველოს პატრიარქი ილია მეორე “მამათმავლობის ცოდვაში” ღიად დაადანაშაულა.

იღუმენია თამარა გამყრელიძის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

“დროა სრულიად საქართველომ გაიგოს რა უბედურებაშია დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი. მეუფე პეტრეს ბრძოლა საპატრიარქოში მამათმავლობის წინააღმდეგ დამთავრდა მეუფე პეტრეს დასჯით და საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა გამოიტანოთ დასკვნები, ძნელია ამხილო სოდომის ცოდვაში პატრიარქი. წლებია მეუფე შიგნით ეკლესიაში ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას, რაც სამწუხაროდ ამ შედეგით დამთავრდა… ეხლა მაინც ხომ გასაგებია, რატომ ხდება ცოდვის წახალისება ეკლესიაში და დაუსჯელობა!”- წერს იღუმენია გამყრელიძე.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქი “მამათმავლობის ცოდვაში” დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ის მღვდელმთავრის თანამდებობიდან.

banner
წინა სტატიაში“კონკორდატი იყო იმ ფაქტობრივი მოდელის კონსტიტუციური “გაპრავება”…რაც არსებობდა შევარდნაძესა და ილია მეორეს ეკლესიას შორის ათწლეულების განმავლობაში”
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის გადაცემულ რეკომენდაციებს აქვეყნებს