“კონკორდატი იყო იმ ფაქტობრივი მოდელის კონსტიტუციური “გაპრავება”…რაც არსებობდა შევარდნაძესა და ილია მეორეს ეკლესიას შორის ათწლეულების განმავლობაში”

“კონკორდატი იყო იმ ფაქტობრივი მოდელის კონსტიტუციური “გაპრავება”, რაც არსებობდა ზოგადად კომუნისტებსა და შემდგომ კერძოდ შევარდნაძესა და ილია მეორეს ეკლესიას შორის ათწლეულების განმავლობაში. სიცრუეა, რასაც წერს დავით ზურაბიშვილი, თითქოს მისი მიღებით უარესი ბოროტება ავირიდეთ და იგი მაშინ პროგრესული ნაბიჯი იყო. სინამდვილეში, კონკორდატი, თავის სიყალბითა და წინააღმდეგობრიობით იყო ეკლესიის მიერ ძალადობრივად მოსული ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის მიღებული ჯილდო და ინსტრუმენტი, მისი მიღება კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესი იყო, და არა გამოუვალ ვითარებაში რამის გადაფარვის მცდელობა.

სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის მსოფლიოში არსებული რამდენიმე მოდელიდან ჩვენში ეკლესიისა და სახელმწიფოს თანასწორუფლებიანობის ვარიანტია შერჩეული, თუმც აქაც, ისევე როგორც საზ. ცხოვრების სხვა სფეროებში საქართველოში ვკითხულობთ ერთს და ვიღებთ მეორეს. ვინმეს ჰგონია, რომ ამის შემდეგ ეკლესია დამოუკიდებელია? ან რელიგიური თავისუფლების იმავე ხარისხით სარგებლობენ სხვა ორგანიზაციები? ამასთან, 2017 წლიდან კონსტიტუციის ახლა რედაქციაში რელიგიის თავისუფლება და ეკლესიის განსაკუთრებული როლი არა ორ ცალ-ცალკე სიკეთედ, არამედ მართლმადიდებლური გაცხადებული უპირატესობით არის დაფიქსირებული…

მოკლედ, კონკორდატი ერთი მხრივ არის აღვირი, ხოლო მეორე მხრივ, მკვებავი ჭიპლარი ეკლესიისა. დიალექტიკური პროცესია, მთელი მისი ახალქართული სიმახინჯითა…”-წერს ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაში“მინდა მჯეროდეს, რომ სინოდის გადაწყვეტილება არ არის გუშინ გაჟღერებული შანტაჟის შედეგი” – უსუფაშვილი დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობაზე
შემდეგი სტატია“ძნელია ამხილო სოდომის ცოდვაში პატრიარქი, წლებია მეუფე პეტრე ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას”- იღუმენია გამყრელიძე