ძლიერი წვიმა ზუგდიდში – დაიტბორილი სოფლები და განადგურებული თხილის მოსავალი

სამეგრელოში მოსულმა უხვმა ნალექმა რაიონში პრობლემები შექმნა. ზუგდიდის დაიტბორა სოფლები, წყალი რამდენიმე საცხოვრებელ სახლშიც შევიდა, გადაირეცხა თხილის მოსავალი.
ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, წყალსაწრეტი არხები ბოლო 4 წლის განმავლობაში არ გაწმენდილა და ნაწვიმარი წყალი ენგურის შესართავებთან ვეღარ გაატარა.
დაზარალებულებს ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი, შეხვდა. მან ის ოჯახებიც მოინახულა, რომელთაც სოციალურად დაუცველებისთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად მუნიციპალურ პროგრამამ სარემონტო სამუშაოები არ დაუფინანსა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : “ოცნება” საავადმყოფოების გლობალურ ბიუჯეტზე გადაყვანას გეგმავს
შემდეგი სტატიაკიევის მეტროში ყუმბარებით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს