კიევის მეტროში ყუმბარებით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევის ერთ-ერთ მეტროს სადგურში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ყუმბარები ჰქონდა – დღეს დედაქალაქის პოლიციის პრეს-სამსახური ავრცელებს. დაკავებული უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეა.
“მეტროპოლიტენის პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც მეტრო “ვაგზლის მოედანზე” პატრულირებდა, ვესტიბიულში 46 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ჩანთით ყუმბარები გადაჰქონდა” – ავრცელებს პრეს-სამსახური.
დაკავებულმა განაცხადა, რომ კონტრაქტით მსახურობს და დონბასში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს. კიევში კი სამკურნალოდ ჩამოვიდა.
სამართალდამცველებმა მამაკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

banner
წინა სტატიაშიძლიერი წვიმა ზუგდიდში – დაიტბორილი სოფლები და განადგურებული თხილის მოსავალი
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კაროლინაში შავკანიანის მკვლელობის ვიდეო გამოქვეყნდა – “არ ისროლოთ”