ძლიერი ქარის შედეგად ფოთიც დაზარალდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 1, 2018 12:06

ძლიერი ქარის შედეგად ფოთიც დაზარალდა

ფოთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანებულია როგორც კერძო, ისე მუნიციპალური შენობების სახურავები, ჩამსხვრეულია მინები, წაქცეულია ხეები, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის რამდენიმე უბანს.

„ენეგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. ფოთის მერიაში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შესული.

„შექმნილია საგანგებო შტაბი. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ყველა დაზარალებულს გაეწევა დახმარება“, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

ფოთის მერია და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 1, 2018 12:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics