პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ (ვიდეო)

ქუთაისის აეროპორტში პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, მათ ფიზიკურად ხუთკაციანი დაჯგუფება გაუსწორდა.

ჩარკვიანის განცხადებით, მათზე ძალადობა პოლიციის თანდასწრებით მოხდა, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი არ დაიცვეს და მათ მხოლოდ აეროპორტში მყოფი ქალბატონები დაეხმარნენ.

„ეს იყო ჩვეულებრივი ცემა–ტყეპა, ოთხი ადამიანი თავს დაესხა ერთ ადამიანს, ისინი არ იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში. ხუთკაციანი დაჯგუფებიდან მხოლოდ ერთი ცდილობდა ადამიანობა შეენარჩუნებინა და ცემაში არ მონაწილეობდა. ორი პოლიციელი იდგა იქ და არც ერთი პოლიციელი არ გაინძრა, ჩვენ ახლა ვაპირებთ ამოვიღოთ ვიდეო კადრები, მერე რომ არ თქვან ჩანაწერები არ ყოფილაო”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანის განცხადებით, მოძალადეებმა მათ განუცხადეს, რომ მათ პოლიტიკური პოზიციის გამო გაუსწოდნენ.

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/mirian.berulava/videos/1937041389705661/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

 

banner
წინა სტატიაშიძლიერი ქარის შედეგად ფოთიც დაზარალდა
შემდეგი სტატია,,ზაზა სარალიძეს აქვს შეგრძნება, რომ მან სამართალი ვერ იპოვა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსგავსი რამ არასოდეს განმეორდეს”