გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კვირას დაგეგმილ აქციას დაესწრება

Processed with VSCO with preset

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას დაესწრება.

უგულავა აქციასთან დაკავშირებით პირადად მისი და პარტიის პოზიციებს სოციალურ ქსელში თავის გვერდზე განმარტავს.

“მეგობრებო, მინდა ჩემი პირადი სახელით განმარტება გავაკეთო. ჩვენი პარტია არაა აქციის ორგანიზატორი. ორგანიზატორობა სხვადასხვა ტიპის მოვალეობებს და ურთიერთობებს გულისხმობს პარტიებს შორის. მიმაჩნია, რომ ხალხისთვის ამ ეტაპზე ეს ასპექტი არაარსებითია. ამიტომ ამაზე არ დავკონკრეტდები. მთავარია, პარლამენტის პროპორციული არჩევნები. ჩვენ ყველა აქცია, როგორც ზეწოლის ფორმა, დისკუსიის ფორმატები (მათ შორის უმრავლესობასთან, რადგან გადაწყვეტილება მათი მისაღებია), საერთაშორისო ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის. ამას ნიშნავს სწორედ, რომ ჩვენ ვართ კვირას დაგეგმილი აქციის მიმართ სოლიდარულები. მე პირადად ამ აქციაში ამ სულისკვეთებას ვხედავ. აქციებზე ყოველთვის გაისმის გვერდითი იდეები, არასწორი და ხშირად მიუღებელი განცხადებები. ეს თანმდევი პროცესია. ასეთი რამ ცხადია უნდა გავაპროტესტოთ, მაგრამ მთავარი თემიდან ფოკუსი არ უნდა გადავიტანოთ. პროპორციული საპარლამენტო არჩევნების გარშემო უნდა გავერთიანდეთ, სხვა თემებზე ცხადია გვექნება განსხვავებული პოზიციები. აქ „ევროპული საქართველოს“, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, როლი განსაკუთრებულია. ამიტომ მე მივდივარ კვირის აქციაზე“, – აცხადებს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ხვალ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციის გამართვას გეგმავს

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ქარმა სახლს სახურავი გადახადა
შემდეგი სტატიაძლიერი ქარის შედეგად ფოთიც დაზარალდა