დუშეთის მუნიციპალიტეტში 100-მდე მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა ინტერნეტით და სატელეფონო კავშირით უკვე შეუფერხებლად სარგებლობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭრით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიფარა ფშავის, უკანა ფშავის, პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთის, გუდამაყრისა და ხორხის ხეობები. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით და სატელეფონო კავშირით 100-მდე სოფელი და 550-მდე მუდმივად მცხოვრები ოჯახი უკვე სარგებლობს.

ინტერნეტიზაციისა და სატელეკომუნიკაციო სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებს ამ დრომდე არ ჰქონდათ წვდომა კომუნიკაციის საშუალებებთან და მათ სატელეფონო კავშირის დასამყარებლად რამდენიმე კოლომეტრის გავლა უწევდათ. აღნიშნული პროექტი, მობილური კავშირისა და ინტერნეტის სერვისი გარდა, მოსახლეობას სახელმწიფო სერვისებთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და, ადგილობრივების ცხოვრების პირობების უკეთესობისკენ შეცვლით, შეამცირებს მიგრაციას.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი – ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე ხელის გადაწევაზე და დარწმუნებაზე საუბარი არ იყო
შემდეგი სტატიაბაქრაძე: არჩევნებში დარღვევებს ეთანხმება როგორც აშშ-ს საელჩო, ისე სახ.დეპი და პარტნიორები