ალეკო ელისაშვილი – ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე ხელის გადაწევაზე და დარწმუნებაზე საუბარი არ იყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ფილიპ რიკერმა შეხვედრაზე გვითხრა, როგორ წარმოუდგენია მოვლენათა განვითარება მშვიდად, წყნარად და კონსტრუქციულად, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„მათ თავისი პოზიცია გამოთქვეს, ჩვენ ჩვენი ვუთხარით. ვუთხარით ძალიან კონკრეტული დეტალები გაყალბების, როგორ არ მუშაობს ჩვენთან ინსტიტუციები, მაგალითად როგორ ყურად არ იღეს საჩივრები საარჩევნო კომისიაში, სასამართლოში, როგორი ნაუცბათევი გადაწყვეტილებები მიიღო ცესკო-მ. მოკლედ ჩვენ ჩვენი პოზიციები გავაცანით, ერთადერთი მათი მხრიდან რაც იყო, იყო წუხილი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ს უნდა, რომ პარლამენტი ფუნქციონირებდეს, დემოკრატია მუშაობდეს, არჩევდნებისადმი რწმენა იყოს.

„აქ ხელის გადაწევაზე და დარწმუნებაზე საუბარი არ იყო, უბრალოდ მათ გვითხრეს, როგორ წარმოუდგენიათ მოვლენათა განვითარება მშვიდად, წყნარად და კონსტრუქციულად. ჩვენ ვუთხარით, როგორ წარმოგვიდგენია გამოსავალი – ხელახალი არჩევნებით, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იყოს ისეთი, რომელიც ნდობას გააჩენს და არა ისეთი, როგორიც დღეს არის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – ყველა თანხმდება, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან ცუდად
შემდეგი სტატიადუშეთის მუნიციპალიტეტში 100-მდე მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა ინტერნეტით და სატელეფონო კავშირით უკვე შეუფერხებლად სარგებლობს