ბაქრაძე: არჩევნებში დარღვევებს ეთანხმება როგორც აშშ-ს საელჩო, ისე სახ.დეპი და პარტნიორები

“ჩვენი პოზიციის იმ ნაწილში, რომელიც ეხება არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს არანაირი განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგვჭირვებია, რომ დაგვერწმუნებინა. დარღვევებს ეთანხმება, როგორც ამერიკის საელჩო, სახელმწიფო დეპარტამენტი და ყველა ჩვენი პარტნიორიც. ამიტომ, დარღვევებთან და დარღვებების სიმძიმესთან დაკავშირებით პოზიციები არის ერთმანეთთან ძალიან ახლოს. რაც შეეხება, ამ ტიპის დარღვევები უნდა მივიღოთ თუ არა და უნდა დავეთანხმოთ თუ არა იმ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას, რომელიც გამომდინარეობს ასეთი სიმძიმის დარღვევებისგან, რა თქმა უნდა აქ შეიძლება იყოს განსხვავებული პოზიციები, ამ თემაზე კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან ვაგრძელებთ და საბოლოო ჯამში ეს არის ქართული პოლიტიკური სპექტრისა და ქართველი მოსახლეობის გადასაწყვეტი, რამდენად მისაღებია გაყალბების გზით არჩეულ პარლამენტში მონაწილეობა. ჩვენი ამოცანა არ არის ქუჩაში გასვლა, ჩვენი ამოცანა არ არის ამ ქვეყანაში დესტაბილიზირება, პირიქით, ჩვენი ამოცანაა საქართველოში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა, მაგრამ არჩევნებზე დაფიქსირებული იმ ხარისხის დარღვევებმა შეუძლებელი გახადა ეს ყველაფერი ახალი არჩევნების გარეშე. ”-თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

ოპოზიციის ლიდერები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს წარმომადგენელს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიდუშეთის მუნიციპალიტეტში 100-მდე მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა ინტერნეტით და სატელეფონო კავშირით უკვე შეუფერხებლად სარგებლობს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი კლინიკურ ჯგუფს კოვიდინფიცირებული პაციენტების კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების გზებსა და ამ კუთხით არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა