დონეცკში რუსმა ოკუპანტებმა 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 12 დაშავდა – კირილენკო

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები კვლავ მშვიდობიან მოქალაქეებს ესხმიან თავს.

მისი თქმით, 1 ივლისს, აგრესორებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ სლავიანსკში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 12 კი დაშავდა.

გარდა ამისა, კირილენსკოს ცნობით, კიდევ ერთი ადამიანი ბახმუტში გარდაიცვალა. მან მძიმე დაზიანებები ლუგანსკზე რუსების თავდასხმის დროს მიიღო.

“ამჟამად შეუძლებელია მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!”, – წერს კირილენკო Telegram-ში.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში პოლიციის თანამშრომელმა ქარდავამ მოქალაქე გ.კ. დაჭრა
შემდეგი სტატიამიკოლაივში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა