მიკოლაივში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა

ქალაქ მიკოლაივში დღეს დილით ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, – ამის შესახებ ქალაქის მერი ოლექსანდრ სენკევიჩი სოციალურ ქსელში იუწყება.

„ქალაქში ძლიერი აფეთქებებია! დარჩით თავშესაფრებში!”- დაწერა სენკევიჩმა „ტელეგრამში“.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, რამ გამოიწვია აფეთქებები. ცნობილია, რომ აფეთქებების ხმას წინ უძღოდა საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი მთელ მიკოლაივის ოლქში.

banner
წინა სტატიაშიდონეცკში რუსმა ოკუპანტებმა 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 12 დაშავდა – კირილენკო
შემდეგი სტატიაპოლიციამ გვიან ღამით „თბილისის პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგო აქციაზე „ალტ-ინფოს“ რამდენიმე ლიდერი დააკავა