დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის მომზადება მიმდინარეობს

კრემლი ადასტურებს, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთის, აზერბაიჯანისა სომხეთის ლიდერების, ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრაა დაგეგმილი, – ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„დიახ, ასეთი შეხვედრა მზადდება და მზადდება ვიდეო კონფერენციის ფორმატში“, – განუცხადა „ინტერფაქსს“ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე ტელეკომპანია Россия-1-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა იგეგმებოდა.
ტელეკომპანიის ცნობით, სამმხრივი შეხვედრა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის წლისთავს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: სააკაშვილის შიმშილობა არის ნამდვილი ფეიკი
შემდეგი სტატიაბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 პაციენტი