კობახიძე: სააკაშვილის შიმშილობა არის ნამდვილი ფეიკი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანას მშვიდობა და სიმშვიდე სჭირდება, რაზეც პასუხისმგებლები არიან, ხოლო თუ ვინმეს დესტრუქციული ნაბიჯების მცდელობა ექნება უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. ასე შეაფასა მან ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქცია.

“ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ ექნებათ რაიმე მცდელობები, გადადგან დესტრუქციული ნაბიჯები, აუცილებლად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს.ძალიან მარტივადაა აქ საქმე, როდესაც საქმე ეხება შიმშილობას, შიმშილობაზე არის პასუხისმგებელი მოშიმშილე, თუ ის რეალურად შიმშილობს ამაზეც ის არის პასუხისმგებელი, თუ ის ფეიკ შიმშილობს, ამაზეც თვითონ არის პასუხისმეგებლი. აქედან გამომდინარე სამარცხვინო მესიჯი, რომ თითქოს ვიღაც კლავს სააკაშვილს, ესეც შეუძლიათ თავისთვის შეინახონ. რა თქმა უნდა იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველას აინტერესებდა შიმშილობდა თუ არ შიმშილობდა მიხეილ სააკაშვილი და ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა, როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც სააკაშვილი არის ფეიკი, მისი შიმშილობაც აღმოჩნდა ფეიკი, ეს იყო მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, საზოგადოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, რომ სინამდვილეში სააკაშვილის შიმშილობა არის ნამდვილი ფეიკი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს 8 საათზე თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გაამრთავს. მათი თქმით, ულტიმატუმის ვადა ამოწურულია და პროტესტი უწყვეტი იქნება.

banner
წინა სტატიაშირუსთავის ციხეში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მივიდა
შემდეგი სტატიადიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის მომზადება მიმდინარეობს