დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ თურქეთი ISIS-ის მებრძოლებს იცავს

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს პირველი იანვრიდან შემოიღებს

სუ 24 ის ჩამოგდებას დანაშაულად აფასებს რუსეთის პრემიერ მინისტრი. დიმიტრი მედვედევის განცხადებით, თურქეთმა საკუთარი ქმედებებით აჩვენა, რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს იცავს და გარდა ამისა გამოიწვია ურთიერთობების დაძაბვა NATO-სა და რუსეთს შორის.

მისივე თქმით, ზოგიერთ თურქ მაღალჩინოსანს პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს, რომელიც უკავშირდება ისლამისტების კუთვნილ საწარმოებში დამუშავებული ნავთობპროდუქტების მარაგს.

რუსეთის პრემიერის აზრით განადგურებულია ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა და ზარალის ანაზღაურება რთული იქნება.

“ამის პირდაპირი შედეგი შესაძლოა გახდეს უარი მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე და თურქულმა კომპანიებმა შესაძლოა, რუსულ ბაზარზე პოზიციები დაკარგონ”– აცხადებს დიმიტრი მედვედევი

banner
წინა სტატიაშიკაიროში DHL-ის ამანათებში ასაფეთქებელი მოწყობილობები ვერ აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი საქართველოში არსებულ კონფესიებს გამონათქვამებში სიფრთხილისკენ მოუწოდებს