კაიროში DHL-ის ამანათებში ასაფეთქებელი მოწყობილობები ვერ აღმოაჩინეს

განგაში კაიროს აეროპორტში. უსაფრთხოების სამსახურმა საეჭვო ამანათი შეამოწმა, რომელშიც შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილიყო.

საუბარია კომპანია DHL-ის ექსპრეს გზავნილებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული ამანათი ათ კილოგრამს იწონიდა. ეჭვები კი რენტგენის აპარატით შემოწმების შემდგომ გაჩნდა, რის გამოც ადგილზე სპეციალური სამსახურები გამოიძახეს.

ამანათები ლონდონის გავლით შეერთებულ შტატებში იგზავნებოდა. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზავნილების შემოწმების შედეგად, მათში ასაფეთქებლები აღმოჩენილი არ არის.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძემ ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი მოინახულა
შემდეგი სტატიადიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ თურქეთი ISIS-ის მებრძოლებს იცავს