,,დილიდან დავით გარეჯის ტერიტორიაზე ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ერთობლივად ვახორციელებთ მონიტორინგს”

region
: region მაისი 28, 2019 16:16

,,დილიდან დავით გარეჯის ტერიტორიაზე ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ერთობლივად ვახორციელებთ მონიტორინგს”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯში დღეს დილიდან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ერთობლივად ახორციელებენ პერიმეტრის მონიტორინგს.

„დილიდან შეხვედრა გვქონდა მამა კირიონთან და სასულიერო პირებთან. მათთან ერთად დავგეგმეთ მარშრუტები, როგორ უნდა გადაადგილებულიყვნენ აქ მოსული მომლოცველები, რათა მათი გადაადგილება ყოფილიყო მაქსიმალურად უსაფრთხო. ასევე, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული მხრიდან იქნებოდა პროვოკაციები. არც ერთი აზერბაიჯანელი მოქალაქე არ ამოსულა იქითა მხრიდან, არიან მხოლოდ მესაზღვრეები და ისევე, როგორც ჩვენ, ისინიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ყველა დანაყოფი, რომ თავიდან ავირიდოთ ყველანაირი პროვოკაცია და ასევე უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე ინციდენტს, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ იყო მცირე ინციდენტი, რადგან იქ შეკრებილ ადამიანებს ტერიტორია დაკეტილი ეგონათ, თუმცა როდესაც დარწმუნდნენ, რომ ასე არ არის, უკან დაბრუნდება გადაწყვიტეს.

„ეგონათ, რომ ეს ადგილები დაკეტილი იყო და არ ექნებოდათ გადაადგილების უფლება, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ ეს არ ხდება, დამშვიდდნენ, მოილოცეს და ბრუნდებიან უკან“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

region
: region მაისი 28, 2019 16:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics